ახალი ამბები

დამეხმარეთ, თავშესაფარში გადამიყვანეთ, – შურა ნასყიდაშვილი დახმარებას ითხოვს

88 წლის შურა ნასყიდაშვილი ქარელის მუნიცპალიტეტის დაბა აგარაში ცხოვრობს. როგორც ამბობს, 6 თვის წინ მას სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. 

“შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობდი, 6 თვის წინ დაიჭირეს, ციხეშია. უპატრონოდ დავრჩი. სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. ასე მითხრეს, შენი შვილიშვილი აიღებს ციხეშიო, შენ აღარ გეკუთვნისო. საჭმელი რომ ვჭამო, იმის ფულიც კი არ მაქვს. მეზობლები მაჭმევენ. პენსიას ნახევარს ვერ, ვიღებ სესხი მაქვს გამოტანილი. დამეხმარეთ, მოხუცთა თავშესაფარში გადამიყვანეთ”, – ამბობს შურა ნასყიდაშვილი. 

მოხუცი ქალის თქმით, დახმარების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა, თუმცა არავინ დახმარებია. 

” მერიაშიც ვიყავი მისული და ადგილობრივ წარმომადგენელთანაც რამდენჯერმე ვიყავი, მერიაში დამპირდენენ პროდუქტებს მოგიტანთო, თუმცა ჯერ არავი გამოჩენილა. რამე რომ მჭირდება  ვყვირივარ, ვეღარ დავდივარ, ღუმელზე ფეხი დავიწვი”, – გვიყვება შურა. 

შურა ნასყიდაშვილის მეზობლის, ლიზა აბდულოვას თქმით,  მოხუცს საკვებითა და პირადი მოხმარების ნივთებით პერიოდულად ეხმაურებიან, თუმცა ეს საკმარისი არ არის. 

“კეთილი ხალხის იმედად არის დარჩენილი, თუ ვინმე სიკეთეს გამოიჩენს და საკვებს და პირადი მოხმარების ნივთებს მოუტანენ მისთვის დიდი შეღავათი იქნება. მეზობლები კი ყოველთვის ვაწვდით საკვებს, მაგრამ მოხუცია პამპერსი სჭირდება, წამლები და ჩვენ ყოველთვის ვერ ვახერხებთ რომ მას მივეხმაროთ. რამდენიმე თავშესაფარს დავუკავშირდით, თუმცა ყველგან გვეუბნევიან, რომ ადგილი არ აქვთ”, – ამბობს აბდულოვა. 

ქარელის სოციალურ სააგენტოში განმარტავენ, რომ მარტოხელა ქალს ახალი განაცხადის გაკეთებამდე ვერ დაეხმარებიან. 

“ოჯახში ერთი წევრი გამოაკლდა, კანონმდებლობის მიხედვით, იგი ახალ განაცხადს 2 ოქტომბრამდე ვერ გააკეთებს, ჩვენ სხვანირად ვერ დავეხმარებით”, – განაცხადეს სოციალურ სააგენტოში. 

დატოვეთ კომენტარი