ახალი ამბები

ხაშურში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდება 

10 დეკემბერს, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში “გორმედი” ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია.

აქციის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მეან-გინეკოლოგი, პროფესორი დავით ქაჯაიას უფასო კონსულტაცია. ასევე აქცია მოიცავს მამოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნეონატოლოგის კონსულტაციას, შესაბამისი ულტრაბგერითი კვლევებით.

პაციენტთა მიღება დაიწყება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მისამართი: ხაშური, ფარნავაზის ქუჩა, #5

მსურველებმს წინასწარი რეგისტრაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 596 99 85 85.

დატოვეთ კომენტარი