ახალი ამბები

გორის მერიის ა(ა)იპ-ებს დაფინანსება გაეზარდათ – რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან თანხა 

გორის მერიის (ა)იპ – ების ნაწილს დაფინანსება გაეზარდათ. აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირეს. 

გორის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, დალი ტლაშაძის ინფორმაცით, აღნშნული ცვლილება ფინანსთან სამინისტროსგან მიღებული სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც დღგ-ს გაზრდას ითვალისწინებს. 

“ვინაიდან პროგნოზის მიხედვით დღგ-ს დაწილში გადაჭარბებით შესრულდება ბიუჯეტი, ამიტომ 1 145 ათასი მილიონით გაიზარდა ბიუჯეტი. გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდა ხარჯვით ნაწილშიც. ძირითადად ეს არის კეთილმოწყობის სააგენტო, მოგეხსნებათ ქალაქის საახალწლო მორთვა-დემონტაჟისთვის შესაბამისი ხარჯია საჭირო, ასევე არის სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის ა(ა)-იპ-ის სუბსიიდირება კვებისა და კომუნალური ხარჯებისა, ასევე არის კულტურის სააგენტოს დაფინანსება საახალწლო ღონისძიებებისთვის და იფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებითვის”, – განმარტავს დალი ტლაშაძე. 

ტლაშაძის განმარტებით, ყველაზე მეტი თანხა კეთილმოწყობის სააგენტოს დაემატა, რაც საახალწლოდ დაგეგმლი სხვდასხვა სამუშაეობისთვისაა გათვალისწინებული.  

“კეთილმოწყობის სააგნეტოსთვის მოხდა სუბსიდირება 150 ათასით, სკოლამდელი აღზრდის სააგნეტოსთვის 280 ათასი ლარი, აქედან 30 ათასი არის კომუნალურის, ხოლო დანარჩენი კვებითი მომსახურეობისთვის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისთვის და კულტულის ხელშეწყობის პროგრამისთვის 120 ათასი ლარით გაიზარდა სუბსიდია”, – განაცხადა დალი ტლაშაძემ. 

დატოვეთ კომენტარი