ახალი ამბები

160 ათას ლარზე მეტი 17 სოფელში ავტობუსის მოსაცდელის მოსაწყობად  

გორის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში ავტობუსების მოსაცდელების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. უწყება სამუშაოებისთვის 161 340 ლარის დახარჯვას გეგმავს. 

მერიამ სოფლებში მოსაცდელების მოსაწყობად 4 ტენდერი გამოაცხადა. ოთხივე შემთხვევაში უწყებას 40 335 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

“მოზაიკა” გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, სადაც მოსაცდელების მოწყობაა დაგეგმილი: 

  • საქაშეთი; 
  • ვარიანის მეურნეობა;
  • ფხვენისი; 
  • შინდისი;
  • ტინისხიდი;
  • ორთაშენი; 
  • ყელქცეული;
  • თორტიზა; 
  • ბერშუეთი;
  • ქვ.სობისი; 
  • ახალსოფელი; 
  • ხურვალეთი; 
  • ბობნევი; 
  • ახრისი; 
  • ახალუბანი;
  • აძვი; 
  • ზერტი. 

შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი