სტატიები

რა პროექტები განხორციელდა 2022 წელს ურბნისში – ქარელის მერიის ანგარიში

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს ურბნისის ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განცხორციელდა. უწყებამ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქარელის მუნიციპალიტეტის ურბნისის ადმინისტრაციულ ერთეულში 2022 წელს განხორციელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ურბნისში მოეწყო სანიაღვრე არხი ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით და ცხაურებით;

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა შიდა გზის ასფალტირების სამუშაოები. ჯამში დაიგო 864 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის გზის საფარი. ასევე, მოეწყო კიუვეტები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. მოეწყო გარე ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით;

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ურბნისის საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.

“რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა ძირითადი კორპუსის კედლების, ტიხრების, იატაკისა და ჭერის განახლება, გათბობის სისტემის მონტაჟი, სველი წერტილების მოწყობა, სპორტული დარბაზის განახლება და დახურული გადასასვლელის მოწყობა ძირითადი შენობიდან სპორტულ დარბაზში”, – ამბობენ ქარელის მერიაში.

უწყების ცნობით, ასევე განხორციელდა აღნიშნული სკოლის ეზოს შემოღობვა-კეთილმოწყობა, ხელოვნურსაფარიანი მოედნის, საფეხმავლო ბილიკისა და გამწვანების ზონების მოწყობა. სკოლა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.

დატოვეთ კომენტარი