ახალი ამბები

ნადარბაზევის ეკოლოგიური მდგომარეობა – დამშრალი წყარო და დაბინძურებული გარემო

გორის 1-ელი საჯარო სკოლის “ეკოკლუბი” ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარებული კვლევების შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ტბასთან მისასვლელი გზა დაზიანებული, ხოლო გარემო დაბინძურებულია.

“ტბამდე მისასვლელ გზას წინა წლების ასფალტი ალაგ-ალაგ შერჩენია, შეინიშნება ველური მცენარეულობა. ჯაგ-ეკლიან ველებზე ურო და წივანა ბატონობს”, – ნათქვამია კვლევის შედეგებში. 

მათივე ინფორმაციით, ტბის მიმდებარე ტერიტორია საძოვრებად გამოიყენება.

“ტბის გარშემო ტერიტორია საძოვრებად გამოიყენება. იმის მიუხედავად, რომ შემოდგომით აქ ცოტა ხალხია, მაინც შესამჩნევია დაყრილი ნაგავი, რომლითაც ნადარბაზევის ტბა ბინძურდება. იმის გამო, რომ ცხოველები ყველანაირ მცენარეულ აღმონაცენს ანადგურებენ, ნადარბაზევის ტბის ახლომდებარე ნასახლარ სოფელ ზეგარდში დაშრა წყარო და ჩამოწვა მეწყერი.“

მოკვლევითი სამუშაოების შემდეგ „ეკოლუბმა“ ნადარბაზევის ტბაზე დასუფთავების აქცია მოაწყო და ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ველური მცენარეებისგან გაწმინდა.

დატოვეთ კომენტარი