ახალი ამბები

ხაშურში ნინო ქურდაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს 

ხაშურის საპატიო მოქალაქეს, ღვაწლმოსილ პედაგოგს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ნინო ქურდაძეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, დაბადების 100 წლის იუბილე და გიორგობის დღესასწაული მიულოცეს.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა, მერის მოადგილე ზვიად ქურდაძემ და მერიის სხვა წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ქალბატონს, სიმბოლური საჩუქრები მიართვეს და დღეგრძელობა უსურვეს”, -ნათქვამია ინფორამციაში, რომელსაც ხაშურის მერია ავრცელებს. 

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ფულადი სოციალური პროგრამა, ასწლოვანი ადამიანებისთვის ფულად წახალისებასაც ითვალისწინებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.