ხაშურში ბიზნესმენი უკრაინელ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

უკრაინელ ქალზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობისთვის ბიზნესმენი დააკავეს. “მოზაიკას” ინფორმაციით, დაკავებული ებრაელია და ხაშურში ერთ-ერთი მარკეტის მფლობელია. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ, რა დროსაც, გ.ხ.-მ მასზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. უწყების ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. დატოვეთ კომენტარი