სტატიები

ქარელის მუნიციპალიტეტმა სახალხო დღესასწაულისთვის 28 ათას ლარზე მეტი დახარჯა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სახალხო დღესასწაულისთვის 28 000 ლარზე მეტი დახარჯა.

5 ნოემბერს ქალაქის ცენტრში “ქარელობა 2022” -ის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ყველაზე მეტი თანხა გალა-კონცერტისთვის დაიხარჯა, რისთვისაც მერიამ “ღამის შოუს” ბენდს 17 000 ლარი გადაუხადა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ქარელის მერიამ ფოიერვერკისა და ატრაქციონების მოწყობისთვის ჯამში 4500 ლარი დახარჯა.

  • ფოიერვერკი – 2500 ლარი;
  • ატრაქციონები – 2000 ლარი;
  • სცენის მოწყობა (კონცერტის გახმოვანება, განათება) – 7000 ლარი.

ღონისძიებების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ქარელის საპატიო მოქალაქეები, რომელთა ჯილდოებისთვისაც საერთო ჯამში 225 ლარი დაიხარჯა.

  • საპატიო მოქალაქეებისთვის სასაჩუქრე დაფა – 125 ლარი;
  • 5 სიგელი – 15 ლარი;
  • სურათის ჩარჩოები – 85 ლარი.

სახალხო დღესასწაულისთვის მომსახურებების შესყიდვა ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სახელოვნებო ცენტრების გაერთიანებამ უზრუნველყო, რისთვისაც ჯამში 28 725 ლარი დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი