განტვირთვა

როგორ დავიცვათ კბილები დაზიანებისგან? – რჩევები ექიმ-სტომატოლოგისგან

როგორ დავიცვათ კბილები დაზიანებისგან ისე, რომ შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომი  იყოს მათი მოვლა? – რჩევებს ექიმი-სტომატოლოგი ელენე ირემაძე გვთავაზობს.

  • აუცილებელია პირის ღრუს კონტროლი, ამიტომ 6 თვეში ერთხელ უნდა მივმართოთ ექიმს, ჩავიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა.

კბილების წმენდა ხელს უწყობს სითეთრის შენარჩუნებასაც.

  • სახლის პირობებში ვიხმაროთ პირის ღრუს სავლები, ასევე ექიმის მიერ შერჩეული კბილთაშორისი ჯაგრისი, რადგან სრულად მოხდეს კბილების გასუფთავება საკვებისგან

კარგია, ანტიმიკრობული სავლები, თუნდაც მხოლოდ ძილის წინ – ჯერ გამოვივლოთ, შემდეგ გავიხეხოთ კბილები.

  • რაც შეეცება საკვებს, ვიცით, რომ რძის პროდუქტი კარგია, რადგან კალცს შეიცავს, ასევე D ვიტამინის შემცველი პროდუქტი. თუ ტკბილეულს მიირთმევთ, კარგია შემდეგ გაისუფთაოთ კბილები.

ყველაზე მეტად აზიანებს კბილებს გაზიანი სასმელები, განსაკუთრებით კოკა-კოლა, მითუმეტეს ბავშვებში.

  • თუ გაწუხებთ ანთებითი პრობლემა, ჯერ წმენდა უნდა ჩავიტაროთ ექიმთან, შემდეგ შეარჩიოთ მისი დანიშნულებით ისეთი სახეხი საშუალება, რომელიც თქვენი პირის ღრუს მდგომარეობის შესაბამისია.

ასევეა, ჯაგრისის შემთხვევაში, სასურველია საშუალო სირბილის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, სწორად ვიცოდეთ წმენდის პროცედურა.

დატოვეთ კომენტარი