ბლოგები

როგორ გავხვდი მოხალისე თემში ცვლილებებისთვის  

ავტორი: მზიკო დვალიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სკოლაში ვსწავლობ, მე-10 კლასში. გასულ ზაფხულს სოციალურ ქსელში ვეძებდი რამე ისეთს, რაც იქნებოდა სკოლის საზღვრებს გარეთ, სადაც გვექნებოდა მეტი თავისუფლება.  ვისაუბრებდით ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა ცხოველთა უფლებების დაცვა თუ გარემოს დაცვა.  ძალიან გამიმართლა, რადგან მოვხვდი კონკურსით შერჩეულ იმ ახალგაზდებს შორის, რომლებსაც ევროპის ფონდი საკუთარი იდეების განხორციელების საშუალებას აძლევს.

კერძოდ, ჩრდილოეთ ირლანდიაში შემუშავებული მეთოდოლოგიით, ევროპის ფონდი ხელი უწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო ლიდერობის უნარების განვითარებას, სხვადასხვა სფეროში მათ ინტეგრაციას და კონფლიქტების მოგვარებაში მათ გააქტიურებას.

რას ითვალისწინებს ახალგაზრდული მეთოდოლოგია ?

ახალგაზრდული იდეის მეთოდოლოგია, ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას ითვალისწინებს. მათ მიღებული ცოდნისა და ფინანსური რესურსების გამოყენებით უნდა შეარჩიონ და დააფინანსონ პროექტები, რომლებიც თემში არსებულ პრობლემებს პასუხობს. ევროპის ფონდი ახალგაზრდული იდეის კომიტეტების წევრებად 7-10 ახალგაზრდას ყოველწლიურად არჩევს. გამიმართლა და მათ შორის მეც მოვხვდი. აღნიშნულ პროექტს ევროპის ფონდის დახმარებით, გორის ახალგაზრდული იდეა ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული იდეის კომიტეტის ჩამოყალიბებას, მიღებული ცოდნის თემში გაზიარებას, თემში მცხოვრები ახაგაზრდების ჩართულობას ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებაში.  

რას აძლევს ეს პროექტი ახალგაზრდებს?

ევროპის ფონდი აერთიანებს საქართველოს სხვადახვა რეგიონს: ასპინძა, აჭარა (ქედა, შუახევი, ხულო), ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გაგრა, გალი, გარდაბანი, გორი, გუდაუთა, გულრიფში, დედოფლისწყარო, ზემო ბარღები, ზუგდიდი, ლანჩხუთი, მარნეული, მარტვილი, ნინოწმინდა, ოზურგეთი, ოჩამჩირე, რაჭა (ამბროლაური), რუსთავი, სადახლო, სვანეთი, სოხუმი, ტალავერი, ტყიბული, ფოთი, ჩოხატაური, წალკა, წეროვანი, ხობი და ხონი.

ეს პროექტი საშუალებას  გვაძლევს, ჩავდოთ რესურსი ახალგაზრდებში, რაც შემდგომში ყველასთვის სასიკეთო იქნება. ყოველთვის განვიცდიდი იმ ფაქტს, რომ არმყავდა გარშემო ბევრი თანამოაზრე და სწორედ ეს მომწონს ამ ფონდში. აქ არიან ჩემი თანატოლები, რომელთაც ზუსტად ისევე აწუხებთ ის პრობლემები, რაც თემშია და მზად არიან ამ პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

პროექტის ფარგლებში გავიარეთ ტრენინგებიც. მინდა, რომ ამ პროექტში მაქსიმალურად აქტიური ვიყო და მაქსიმალური გავაკეთო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიეცეს განვითარებისა და წინსვლის მოტივაცია. 

დატოვეთ კომენტარი