ბლოგები

როგორ უნდა დავაყენოთ კარგი ღვინო?

ავტორი: აკაკი ლომიტაშვილი, "ყინწვისის მარანი"

ჩვენი მარანი ხშირად მასპინძლობს ქართველ და უცხოელ სტუმრებს, რომლებსაც ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსაც ვუზიარებთ. ჩვენი რჩევები ძირითადად, ასეთია:


ყურძენი უნდა იყო დამწიფებული და არ უნდა მოიკრიფოს ახალმთვარეობაზე.

ამის შემდეგ, ვამოწმებთ შაქრიანობას: ვიღებთ შახმატურად ყურძნის მარცვლებს და ხელსაწყოს მეშვეობით ვიგებთ მის შაქრიანობას. თუ გვინდა რომ ღვინომ დიდიხანი გაძლოს, უნდა იყოს 22-23 შაქრიანობა. არ უნდა იყოს ნაწვიმი და ყურძენს წყალი არ უნდა შეყვეს, რადგან შაქრიანობა ამ დროს დაბლა იწევს.

მარანში ჩაწურვა უნდა მოხდეს მოტანისთანავე. დაწურვისას ჩვენ კლერტსაცლელს ვიყენებთ, რომლითაც ცალკე გამოდის პულპა და ცალკე კლერტი.

  • თუ გვინდა ევროპული მიმართულებით დავაყენოთ, ერთი ან ორი დღის მერე უნდა მოვხსნათ ჭაჭიდან წვენი. ეს ეხება თეთრ ღვინოს.
  • თუ ტრადიციულ კახურ მეთოდს ავირჩევთ, მაშინ ჭაჭასთან ერთად უნდა დადუღდეს. ასე უფრო ბევრი ტანინები მისდევს და უფრო გემრიელი გამოდის.

დუღილის პროცესი უნდა გაგრძელდეს ერთიდაიგივე ტემპერატურაზე, 18 დან 25 გრადუსამდე, გააჩნია ღვინოს, წითელი იქნება თუ თეთრი.

ასევე უნდა ჰქონდეს ვინტილაცია, რომ არ მოხდეს ღვინის გადახურება.

დღეში რამოდენიმეჯერ უნდა მოურიოთ და როდესაც დაღვინდება და დუღილს შეწყვეტს, შემდეგ უნდა მოვხსნათ ჭაჭიდან და დავაცადოთ დაილექოს.

ღვინის ჩამოსხმა შეიძლება 6 თვის შემდეგ. მანამდე ავადმყოფ ღვინოს ვეძახით მეღვინეები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.