სტატიები

20 ათას ლარზე მეტი ქარელის საბავშვო ბაღების მოწესრიგებისთვის – სააგენტოს 6 თვის ანგარიში 

ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 6 თვეში 20 642  ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაატარა. 

სააგენტომ მუშაობის 6 თვის ანგარიში საკრებულოს წარუდგინა, რომლის მიხედითაც, მიმდინარე წლის თებერვალში სააგენტომ შეიძინა 4990 ლარის ღირებულების ავეჯი ახალსოფლის საბავშვო ბაღისთვის და აბისის საბავშვო ბაღისთვის გათბობის ქვაბი, რომელშიც 2283 ლარი გადაიხადა. 

“ზამთრის სეზონის განმავლობაში, ხშირად ხდებოდა საჭირო გათბობის სისტემის რემონტი საბავშვო ბაღებში, ამ მიმართულებით პირველ კვარტალში დაიხარჯა 3400 ლარი. ასევე ხშირად ხდებოდა ელექტროქურების გამრთულად მუშაობისთვის სპეციალისტების მომსახურება, ამ მიმართულებით დაიხარჯა 350 ლარი”, – ნათქვამია ანგარიშში. 

სააგენტოს ცნობით, მარტში შეიძინეს სამი მაცივარი სხვადასხვა საბავშვო ბაღებისთვის, რომელშიც 3620 ლარი დახარჯეს. 

“მარტის თვეში ახალსოფლის საბავშვო ბაღისთვის შევიძინეთ 900 ლარის ღირებულების ელექტროღუმელი, საჭირო ინვენტარი 650 ლარის ღირებულების”, – წერია ანგარიშში. 

სააგენტომ სხვდასხვა სახის სამუშაოები გასწია მეორე კვარტალშიც. ანგარიშის მიხედვით, შეიძინეს ფარდები და სადენზიფექციო ხსნარები. 

  • ფარდები შეძენა – 435 ლარი; 
  • სადენზიფეციო ხსნარები – 4991 ლარი;
  • სადრენაჟე ორმოების გაწმენდა – 1375 ლარი;
  • სველი წერტილებისა და საკანალიზაციო სისტემის შეკეთება – 760 ლარი;
  • ელექტროობის შეკეთება და დამცველის გამოცვლა – 508 ლარი.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღშია, მიმდინარე წელს აღნიშნულ საბავშვო ბაღებში 1348 აღსაზრდელი ირიცხება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები