ახალი ამბები

მიმდინარე წელს ქარელის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა გამოვლინდა 

2022 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საკრებულოს წარუდგინა. 

6 თვის ანგარიშის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა ქრონიკული ბ ჰეპატიტის 2,  ქრონიკული ც ჰეპატიტის 18, საკვების მიერ ინტოქსიკაციის 323, ყირიმ – კონგოს ცხელების 2, ლაიმის დაავადების 1 და ნოზოკომურის 1 შემთხვევა. 

აღნიშნული სააგენტოს ცნობით, ტუბერკულოზის ახალი აქტიური ფაზა გამოუვლინდა 5 პაციენტს. 

“მათი ოჯახის წევრებსა და ყველა კონტაქტს ჩაუტარდათ სათანადო გამოკვლევები. სისტემური მეთვალყურეობაა ასევე ურჩ პაციენტებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო უარს ამბობენ მკურნალობაზე”, – ნათქვამია ანგარიშში. 

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა “განიკურნე” ც ჰეპატიტის სკრინინგის ფორმატით 2022 წელს ც ჰეპატიტზე, აივ ინფექციაზე და ტუბერკულოზზე გამოკვლეულია 223 ბენეფიციარი, გამოკვლეულთაგან დაავადება არავის გამოვლენია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.