ახალი ამბები

“ძველები გაფუჭდნენ” – ქარელის მერია 378 840 ლარად 2 თვითმცლელი სატვირთოს შეძენას გეგმავს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ახალ სატვირთო მანქანებს ყიდულობს, რომლებსაც ამწეები და თვითმცლელი მექანიზმები ექნება. მათ შესაძენად, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და სავარაუდო შესყიდვის თანხად 378 840 ლარი განსაზღვრა.

“ამ ეტაპზე ორი ავტომანქანა გვყავს,თუმცა ორივე მწყობრიდან არის გამოსული. ერთი საერთოდ არ მუშაობს და მეორესაც ძალით ვამუშავებთ, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ავტომანქანების დამატება”, – გვითხრა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ზვიად იმერლიშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი