ანალიტიკა / გამოძიება

ქონება და შემოსავლები – ნიკა ღვინიაშვილის დეკლარაცია 

გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკა ღვინიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა. 

მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, გასულ თვეს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, ღვინიაშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს სოფელ ბერბუკში, რომელიც 2019 წელს შეიძინა და 20 000 ლარი გადაიხადა.

ის ასევე ფლობს არასაცხოვრებელ ფართს გორში, რომელშიც 19 000 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციაში არ არის მითითებული ფლობს თუ არა ავტომობილს, თუმცა ასახული აქვს მიმდინარე წელს, ორი ავტომობილის გაყიდვიდან შემოსული თანხა, 43 000 დოლარი. 

რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, ღვინიაშვილის  ანაზღაურებამ  ერთ წელში, 34 069  ლარი შეადგინა,  საიდანაც 21 827 ლარი “სილქნეტში” შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელად მუშაობის დროს მიიღო.  

შემოსავლების გრაფაში აქვს ასახული ასევე სხვა თანხებიც, რომელიც სესხის დაბრუნების შედეგად მიიღო. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები