ახალი ამბები

გორის მერიამ “აი იას” წარმატებული  არსაზრდელები და თამარ ქავთარაძე დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.

“კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებსა და მათ ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ”, – ამ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, დაჯილდოვდნენ მუსიკალური სტუდიის „აი იას“ აღსაზრდელები, რომლებლმაც ნანა სამხარაძის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

  • საშუალო ასაკის კატეგორიაში წარმატებები მოიპოვეს: გრან – პრი ია ლიჩელი; I ადგილი მაიკო შათირიშვილი; II ადგილი ბარბარე ბუთურიშვილი; III ადგილი ეკა მერებაშვილი
  • უფროსი ასაკის კატეგორია: გრან – პრი ნინო სამნიაშვილი; I ადგილი ანა ავაზნელი; მაყურებლის სიმპატია ანამარია ლაფაჩი

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე დააჯილდოვა თამარ ქავთარაძე და წარმატებული გამოსვლები მიულოცა ყაზახეთში გამართულ სატელევიზიო ვოკალურ კონკურსში „The Voice”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.