ახალი ამბები

ქვემო ბოშურში ახალგაზრდული ცენტრის მოწყობისთვის  54 443 ლარი დაიხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში ახალგაზრდული სივრცე ეწყობა. სამუშაოებს კომპანია “რედი”  54 443 ლარად ასრულებს. 

აღნიშნული ცენრტრი სოფლის ადმინისტრაციული შენობის თავისუფალ სივრცეში ეწყობა. 

პირველ ეტაპზე დაგეგმილი იყო არსებული კარ-ფანჯრებისა და დაზიანებული ნალესის დემონტაჟი. 

პროექტის მიხედვით დაგეგმილია, სივრცის სრული რეაბილიტაცია, შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით მოწყობა. ტენდერში შერჩეულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 45 დღე აქვს. 

დატოვეთ კომენტარი