ადამიანები ისტორიები

მეღვინე რომელმაც იგოეთში ქართულ – ფრანგული მარანი მოაწყო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში ცხოვრობს ფრანგი მეღვინე, რომელიც ქართული და ფრანგული ტექნოლოგიით აწარმოებს ცქრიალა ღვინოს. ბასტიანმა და ნინომ ეს საქმიანობა 2017 წელს დაიწყეს, შექმნეს კომპანია “ორი მარანი”, რომელიც უკვე 10-ზე მეტ ქეყანაში ეწევა ექსპორტს.

“მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა დაგვეწყო ღვინის წარმოება, ეს ან საფრანგეთში უნდა განგვეხორციელებინა, ან საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეუღლე ქართველია აქ გადავწყვიტეთ. საქართველოში ბიზნესის კეთება უფრო მარტივია, ამიტომ ბევრი აღარ გვიფიქრია, ჩამოვედით, დავსახლდით იგოეთში და გავაშენეთ ვენახი”, -ამბობს ბასტიანი.

ნინო გვანცელაძემ და მისმა მეუღლემ ერთმანეთი სლოვაკეთში გაიცნეს, ნინო მაშინ მაგისტრატურაზე სწავლობდა, ბასტიანი კი მოგზაურობდა. 

“ესპანეთიდან ვიყავი ახალი დაბრუნებული, ბასტიანი სამოგზაუროდ იყო, ასე გავიცანით ერთმანეთი. 5 წელია, საქართველოში ვცხოვრობთ. გვაქვს ჩვენი კომპანია და ვაწარმოებთ ღვინოს. ბასტიანი არის მეღვინე და მეღვინეობაში იყენებს ფრანგული ღვინის კასრებს, რადგან მე ვარ ქართველი, ვიყენებთ ქართულ ქვევრებს. ეს არის ორი კულტურის ერთმანეთთან შერწყმა, – გვიყვება ნინო.

ბასტიანი და ნინო ღვინისთვის ძველ მუხის კასრებს იყენებენ, ამბობენ რომ ეს ღვინის ტექსტურისთვის უკეთესია. ბასტიანი ბავშვობიდან მეღვინეობითაა დაკავებული. გვიყვება, რომ ეს ოჯახური ტრადიციაა.

“ბასტიანი ფაქტიურად ვენახში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახიც ამ სფეროთია დაკავებული, აქვთ ვენახები, აწარმოებენ ღვონოს. ორივე შეყვარებული ვართ ამ ქვეყანაზე, ამ მხარეზე, აქ ვაპირებთ ცხოვრებას, თუმცა არ დავკარავთ კავშირს საფრანგეთთან, ჩვენი მიზანია, რომ ბასტიანის მშობლების ვენახიდან გავაკეთოთ უკვე ცქრიალა ღვინო”, – ამბობს ნინო

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.