ახალი ამბები

ხაშურის სკვერებში ორი წლის წინ დაგებული ფილების აყრა დაიწყეს

ხაშურის სკვერებში ორი წლის წინ დაგებული ფილების აყრა დაიწყეს. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველ ფილებს ახლით ანაცვლებენ, იმის მიუხედავად, რომ დაზიანებული არაა და შეცვლას არ საჭირობს.

ეკა პაპუაშვილი, ხაშურის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, თვლის, რომ სამუშაოების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ახალ მერს, წინამორბედის, გიორგი გურასპაშვილის ნამუშევარი არ მოწონს.

“ამ ქვაფენილს აბსულუტურად არაფერი ჭირდა. ახალი გაკეთებული იყო წინა მერის მიერ, იმდენად არაფერი არ ჭირდა, რომ ნახევრად ხუმრობით ვამბობ, ახალ მერს არ მოეწონა წინა მერის გაკეთებული”,– აცხადებს ეკა პაპუაშვილი.

ხაშურის მერიაში კი აცხადებენ, რომ ინსფრასტრუქტურულ სამუშობს, განახლებული რეგიონების ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტი აფინანსებს და პრიორიტეტებიც თბილისიდან განისაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები