ახალი ამბები

სავიზო რეჟიმი რუსებისთვის და ომის შემდგომი ვითარება – მეუფე ანდრიას ამ თემებზე ჰკითხეს

გორისა დაც ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ქალაქში დარჩენილმა მოსახლეობამ, ომის სიმძიმე კიდევ უფრო მძაფრად განიცადა.

მიტროპოლიტის თქმით, თითოეულმა ადამიანმა ეს გამოწვევა ღირსეულად დაძლია.

“აგვისტოს მძიმე დღეები ერთად გადავიტანეთ. არ იყო აქ სამხედრო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი, ყველა, ვინც დარჩა ქალაქში, ვინც იცავდა სამშობლოს, ყველამ ერთად გამოვიარეთ საომარი მოქმედებების სიმძიმეები და ღირსეულადაც გამოვიარეთ. ეს პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა. ნიშანია ადამიანების ღირსებებისა კრიტიკულ სიტუაციაში. კარგი ომი არ არსებობს, ომში ვლინდება ყველაზე ცუდი ადამიანური თვისებები და როდესაც ამ დროს ვიღაცა გამოიჩენს ღირსებას, კეთილშობილებას, ეს დასაფასებელია. მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველა სიმძიმე და სირთულე და გამოწვევა ერთად უნდა გადავიტანოთ”– აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე, როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს 14 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთთან მიმართებაში, მუდმივი მცოცავი ოკუპაციის პირობებში, მეუფე პასუხობს, – “ჭკვიანური”.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას ფიქრობს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, მეუფე ანდრიამ ასეთი პასუხი გასცა:

“დღევანდელი ვითარება, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში, უკრაინაში, ევროპაში, ამერიკაში თუ ჩინეთში, ეს არის მოვლენათა კონტექსტი და ამ კონტექსტში უნდა იმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს გონივრულად და საქართველოსათვის უსაფრთხოდ. ამგვარი შეფასება შემიძილია მივცე ყველაფერს, რაც ხდება. განვიხილოთ კონტექსტი და ამ კონტექსტში, რაც მინიმუმ არ დააზიანებს, სარგებელზე არ ვამბობ, მოდით, ის ავირჩიოთ. მზად არ ვარ გავცე კითხვას პასუხი, ამას ჭირდება დაფიქრება, საქართველო და საქრთველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ პირველ ადგილას. ეს უნდა იყვეს ამომავალი წერტილი ყველასათვის”, – ამბობს მიტროპოლიტი.

დატოვეთ კომენტარი