ბლოგები

როგორ მივიღე გამოცდებზე მაღალი ქულები რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე?

ავტორი: ანა-მარია მზარეულაშვილი

ბევრ ადამიანს უჩნდება ხოლმე კითხვა, რამდენად შესაძლებელია, წლების განმავლობაში, რეპეტიტორებთან მომზადების  გარეშე, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება  ან რამდენად არის შესაბამისობაში სასკოლო პროგრამა საგამოცდო პროგრამასთან?   

გამოცდების შედეგებმა დამარწმუნა, რომ ჩემი სკოლა კასპში,  ბესიკ ნიპარიშვილის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა- გიმნაზია მოსწავლეებს აძლევს საკმარის ცოდნას იმისთვის, რომ მოსწავლემ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბაროს.

არც ერთ საგანში რეპეტიტორთან არ მივლია, მხოლოდ ინგლისურში ვმეცადინეობდი სკოლის გარეშეც.

ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლების და რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის, მათმა  ხელშეწყობამ  მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის. 

ჩემი შედეგები ასეთია: 

  • ინგლისურში 79 ქულა 80-დან;
  • ქართულში 56 ქულა 60 – დან;
  • მათემატიკაში 40 ქულა 51-დან.

სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვაპირებ. ორი წლის წინ გადავწყვიტე ეს, რადგან ვფიქრობ, რომ არქიტექტურა ხელოვნებისა და მეცნიერების იდეალური ნაზავია.

ყოველთვის მაინტერესებდა ეს პროფესია. თავისუფალი და ტექნიკური უნივერსიტეტების შემოქმედებით ტურებში მივიღე მონაწილეობა, პორთფოლიოც  მოვამზადე, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე  და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეშიც  დავრწმუნდი.

ჩემი საგამოცდო გამოცდილებით ვფიქრობ, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ცოდნასთან ერთად, ემოციების მართვაა. ნერვიულობა ხელს უშლის ცოდნის გამოვლენას და შესაძლოა,  ცუდად იმოქმედოს შედეგებზე. ამიტომ ყველა აბიტურიენტს ვურჩევ,  გამოცდებზე სიმშვიდე შეინარჩუნონ და შრომა აუცილებლად დაუფასდებათ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.