სტატიები

აგვისტოს ომის 14 წლისთავი შიდა ქართლში – ფოტოები  

აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს,  საქართველომ რუსეთის მიერ გახსნილ ცეცხლს უპასუხა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. რამდენიმე დღით ადრე სეპარატისტული ძალების მიერ დაწყებულ პროვოკაციებს ქართული მხარე არ პასუხობდა. 

14 წლის წინ მომხარი მოვლენები გაიხსენეს შიდა ქართლში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალებთან იმყოფეობდა. მათ დაღუპულებს პატივი მიაგეს და მემორიალები ყვავილებით შეამკეს. 

“4 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, პატივი მივაგეთ ომში დაღუპულ გმირებს. ჩვენთვის დიდი ტკივილია ეს დღე, რადგან მათ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირეს თავი”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.


შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტიის “საქართველოსთვის” წევრები და ლიდერი გიორგი გახარია. 

“მე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და არის მტერი. ომი დაიწყო მაშინ, როცა პირველად რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით  7 აგვისტოს გორში, კომბინატის ხიდთან ომში დაღუპული გმირები მემორიალი გვირგვინებით შეამკეს პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრებმაც. საღამოს კი, ტრადიციულად მოეწყო სანთლების აქცია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ხაშურის მერიის წარმომადგენლები შინდსში იმყოფებოდნენ, მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 

ქარელში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილები 9 აპრილის სკვერში მიიტანეს და ასე მიაგეს პატივი ომში დაღუპულებს.

რასც შეეხეება კასპს, ომის 14 წლისთავს საკრებულოს გვერდი ირაკლი ღარიბაშვილის პოსტით გამოეხმაურა, ხოლო მერიის გვერდზე გამოაქვეყნეს ფოტო წარწერით: “8 აგვისტო, 2008”. 

კასპის საკრებულო აგვისტოს ომის 14 წლისთავს ღარიბაშვილის პოსტის გადმოკოპირებით ეხმიანება

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.