ადამიანები ისტორიები

ექიმები არიან გმირები – გოგონა მაღალი ქულებით, რომელიც სამედიცინოზე აბარებს

“კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, ნამდვილი გმირები ხანდახან ტანმორჩილნი არიან და უჩინარნი.  ჩემი გმირები არიან ,,უჩინარნი” ექიმები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ხალხის გადასარჩენად და მათი კეთილდღეობისთვის”, – ამბობს მარიამ კოდალაძე, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესთან მიახლოებული ქულები აიღო. 

მარიამმა გორის მე-11 საჯარო სკოლა დაამთავრა და გამოცდებზე მიღებული მისი შედეგები ასეთია:

  • ქართული ენა და ლიტერატურა 59/60;
  • ინგლისური 76/80;
  • ბიოლოგია 69 /70;
  • ქიმია 61/63.

მარიამი სწავლის გაგრძელებას  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  დიპლომირებული მედიკოსის სპეციალობაზე აპირებს. 

“პანდემიამ უკეთ დამანახა მთელი სიმამაცე და თავგანწირვა ამ პატივცემული ხალხის, რომლებიც ჩემი ცხოვრების იდეალად იქცნენ. მეც მინდა ვიზრუნო ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ხალხზე და საუკეთესო მომავალი შევქმნა ჩემი სამშობლოსთვის. ბოლოსდაბოლოს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მთლიანად მედიცინაზეა დაყრდნობილი”, – ამბობს მარიამი. 

დატოვეთ კომენტარი