ახალი ამბები

გორის #6 საჯარო სკოლის მოსწავლემ ინგლისურის გამოცდაზე უმაღლესი ქულა აიღო

გორის #6 საჯარო სკოლის მოსწავლემ ინგლისურის გამოცდაზე უმაღლესი შედეგი აჩვენა. 

ლექსო სურამელის წარმატების შესახებ ინფორმაციას მისი სკოლა ავრცელებს. 

“სსიპ ქალაქ გორს N6 საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლექსო სურამელის შედეგი 80-დან 80 ქულა. ყველას ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას”, – წერს სკოლის ადმინისტრაცია. 

დატოვეთ კომენტარი