ახალი ამბები

“ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის” – ხაშურის მერია სურამელებს მიმართავს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ დასუფთავების სამსახურის მანქანა დაზიანდა, რის გამოც სურამიდან ნარჩენების დროულად გატანა ვერ ხერხდება. 

“ძვირფასო სურამელებო და დაბის სტუმრებო, იმის გამო, რომ მწყობრიდან გამოვიდა ნაგავმზიდი მანქანა, დაბაში შეფერხებულია ნარჩენების გატანის პროცესი. მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობისთვის. გაცნობებთ, რომ სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს ნაგავმზიდის შეკეთება და ნარჩენების შეუფერხებელი გატანის პროცესი აღდგება უახლოეს ორ დღეში. მუნიციპალიტეტის მერია მადლობას გიხდით გაგებისა და მოთმინებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფომორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს ორი ნაგავზიდი მანქანა ჰყავს. მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ ნაგვის გატანა დროულად არ ხდება, რის გამოც სოფლებში ანტისანიტარიაა, მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამატებითი მანქანების ყიდვაზე უნდა იფიქროს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები