ახალი ამბები

ბობნევში საზაფხულო ბანაკი იხსნება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში საზაფხულო ბანაკი იხსნება, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 150 ბავშვი დაისვენებს.

ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 3 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

“უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს. პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ბანაკი 12-დან 25 წლამდე მოზარდებს სამ ეტაპად უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 ბავში გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს დარჩებიან. პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე : სააპლიკაციო ფორმა

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.