სტატიები

რა თანხაა გათვალისწინებული ბინათამხანაგობებზე და რა კეთდება კასპში

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისთვის 85 615 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების, შენობის ფასადებისა და სხვადასხვა სამუშოების ჩატარებას.

მერია კიდევ ერთი ბინის რეაბილიტაციისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული. კასპის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, ბინათამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გათვალისწინებული.

“ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის, შენობის ფასადის და სახურავის რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, მრავალბინიანი შენობის და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება და სხვა”, – ამბობენ კასპის მერიაში.

ამჟამად, საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაცია მიმდიანარეობს სადგურ მეტეხის დასახლებაში.

“პროგრამის მიზანია მათივე ჩართულობით, ხელი შეუწყონ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდნენ, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, გამოიყენონ შესაძლებლობა და აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით მოიგვარონ საცხოვრებელი შენობის პრობლემები”, – ამბობს კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე.

უწყების ცნობით, მერია 6 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.