ახალი ამბები

კასპში, სათემო ცენტრ “კომლში” ღია ბიბლიოთეკა მოეწყობა

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, კასპში სათემო ცენტრ “კომლს” წიგნები გადასცა.

სათემო ცენტრის წამომადგენლის, რუსუდან ბარნოვის ინფორმაციით, კომლის სივრცესი მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა, რომლით სარგებლობაც ყველა მსურველს შეეძლება.

“სათემო სივრცე კომლმა მიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკას. ამ პროექტში ჩვენი ორგანიზაცია იყო პირველი სადაც ახალ ეტაპზე განხორციელდა პროექტი და გადმოგვეცა საკითხავი ლიტერატურა. კომლი აპირებს ღია ბიბლიოთეკის მოწყობას რომლის სარგებლობაც ყველას შეეძლება”, – ამბობს ბარნოვი

ინფორმაციისთვის, კომლი არის სათემო სივრცე, სადაც შესაძლებელია ფიქრი, დაკვირვება, კვლევა, მუშაობა და ახალი ცოდნის თანა-შექმნა. სივრცე ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს გამოიყენოს შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის, იდეების განხორციელებისთვის და დასვენებისთვის.

დატოვეთ კომენტარი