ანალიტიკა / გამოძიება

იცვლება თუ არა შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგეტოს ხელმძღვანელი 

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ბაქარ გიუნაშვილი ინიშნება. მან ამ თანამდებობაზე თამარ აფციაური უნდა შეცვალოს. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, აფციურს ამ დრომდე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია და მუშაობას აგრძელებს, ხოლო ბაქარ გიუნაშვილი სხვა ა(ა)იპ-შია დასაქმებული და შვებულებაში იმყოფება. 

“შვებულებაშია დღეის ჩათვლით, ჯერ არ ვიცი გააგრძელებს თუ არა ჩვენთან მუშაობას”, – განაცხადა სტრატეგიული მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა ხმალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაქარ გიუნაშვილი შვებულების დასრულების შემდეგ დატოვებს სტრატეგიული მართვის სააგენტოს, სადაც ის შესყიდვების სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება თამარ აფციაურს, სააგენტოში “მოზაკას” განუცხადეს, რომ ის მუშაობას აგრძელებს. თავად აფციაური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

ვინ ნიშნავს და ათავსუფლებს შიდა ქართლის ცხოველთა მართვის სააგენტოში დირექტორს? 

სააგენტოს წესდების მიხედვით, დირექტორის დანიშვნაცა და გათავისუფლებაც ოთხივე მუნიციპალიტეტის მერების თანხმობის შემთხვევაში ხდება, ამისთვის 3 მერის ხელმოწერაც საკმარისია. 

დოკუმენტის მიხედვით, დირექტორს ნიშნავს საერთო კრება, რომლის შემადგენლობაშიც არიან გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მერები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.