ადამიანები ისტორიები

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები შიდა ქართლიდან

ერთ-ერთი, რითიც შიდა ქართლი მუდამ თავს იწონებს სპორტული წარმატებებია – რეგიონს მართლაც მრავლად ჰყავს ისეთი სპორტსმენები, ვინც ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონატები მოიგეს. “მოზაიკა” ამჯერად გთავაზობთ ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების ჩამონთვალს შიდა ქართლიდან. 


შოთა ჩოჩიშვილი

შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა 1972 წელს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი 1976 წელს. ასევე იყო ევროპის 3-გზის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი. აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის მეორე და ორგზის მესამე პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი  2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ხინჩეგაშვილი ასევე არის ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 55 კგ წონით კატეგორიაში. 2021 წლიდან, მან სპორტული კარიერა მიატოვა და 2021 წლიდან არის გორის მუნიციპალიტეტის მერი.

შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელი XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ასევეა სსრკ და სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს, აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ხაბარელი 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. 

ნუგზარ გოგიბედაშვილი

ნუგზარ გოგიბედაშვილი 1966 წელს მცირე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში. 1956-1964 წლებში გახდა საქართველოს 10-გზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ასევე  სსრკ-ის ჩემპიონი ჭაბუკებში, სსრკ-ის მე-3 პრიზიორი 97კგ. წონით კატეგორიაში და სსრკ-ის ჩემპიონი 97 კგ. წონით კატეგორიაში.

გიორგი თენაძე

გიორგი თენაძე არის სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ის ასევე არის  მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი და მესამე პრიზიორი, ევროპის თასის მფლობელი და საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი. 

გიორგი გოგშელიძე

გიორგი გოგშელიძე არის 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. გოგშელიძეს ასევე არის 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს ორგზის მფლობელი. ევროპის ჩემპიონი 2001 და 2008 წლებში და ბრინჯაოს პრიზიორი 2006, 2007 წლებში.

ლაშა შავდათუაშვილი

ლაშა შავდათუაშვილმა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ლაშა არის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორიც. ის ასევეა მსოფლიო ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და მსოფლიო თასის მფლობელი.

გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ის ასევე არის ევროპის 2-გზის ჩემპიონი, 3-გზის ბრინჯაოსა და 2-გზის ვერცხლის მფლობელი, ასევე 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი და 2-გზის ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი.

რამაზ ხარშილაძე

რამაზ ხარშილაძე 1976 წელს გახდა  XXI ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიოორი ძიუდოში. ის ასევე იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი გუნდურ შეჯიბრში და ბრინჯაოს პრიზიორი პირად წონაში.  ხარშილაძე საბჭოთა კავშირის 4-გზის ჩემპიონიცაა ძიუდოში და 2-გზის ჩემპიონი სამბოში.  

გიორგი ვაზაგაშვილი

გიორგი ვაზაგაშვილი სიდნეის ოპლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ის ასევე არის ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს ორგზის პრიზიორი. 

თემურ ხუბულური

თემურ ხუბულურმა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე აიღო ვერცხლის მედალი 95 კგ. წონით კატეგორიაში. ის ასევე არის მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი. ხუბულური ასევე ასევე გახდა ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში 1977 წელს. იყო ასევე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-3 პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში.

ოთარ თუშიშვილი

თუშიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ის ასევე არის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი.

ვაჟა მარგველაშვილი

ვაჟა მარგველაშვილი არის მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ის ასევეა მსოფლიო მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორი, გრან-სლემის გამარჯვებული, გრან-სლემის ვიცე-ჩემპიონი, გრან-სლემის ბრინჯაოს პრიზიორი, გრან-პრის გამარჯვებული და გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორი. ის არის აგრეთვე ძიუდოში საქართველოს სამგზის ჩემპიონი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.