ახალი ამბები

კასპელი სპორტსმენები ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

კასპელი ძალოსნები ყაზახეთში ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ.

სპორტსმენებს გამგზავრებამდე, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეხვდა.

„მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა დაუღალავი შრომით მოიპოვება, ამასთან დიდი პასუხისმგებლობაა და მჯერა რომ საუკეთესო შედეგებით დაბრუნდებით. მინდა წარმატებები გისურვოთ სპორტულ კარიერაში, ჩემი მხრივ კი, მხარდაჭერა და თანადგომა ყოველთვის იქნება“ – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

წარმატებული ძალოსნები (წოლჭიმი), 19 წლის საქართველოს 5 გზის ჩემპიონი გიორგი კრუპნოვი და 20 წლის ევროპის ჩემპიონი სიმონ ორბელაშვილი (მწვრთნელი გიორგი მერებაშვილი) – საქართველოს ნაკრების წევრები არიან.

უწყების ინფორმაციით, გიორგი კრუპნოვის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

დატოვეთ კომენტარი