ახალი ამბები

ვინ მიიღებს კასპის მერიის 300-ლარიან დახმარებას

კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის შემდგომ ბენეფიციარებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დადგენილების მიხედვით, ბენეფიციარმა თანხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია, სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან ერთი თვის შემდეგ უნდა წარადგინოს, კასპის მერიის სოციალურ სამსახურში.

“კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის შემდგომ ბენეფიციარს, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. განცხადება თანდართული დოკუმენტებით ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში”, – წერია დადგენილებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ ერთჯერად დახმარებას 500 ლარის ოდენობით, მხედველობით პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან მოზარდებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები