ახალი ამბები

ქალი, რომელიც კასპში პრემიერს მადლობებს უხდიდა, ა(ა)იპ-ის თანამშრომელია

„მადლობა მართლმადიდებლობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენც ომში არ გაგვხვიეს”, – ასე მიმართა კასპში ჩასულ საქართველს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შორენა შუშაბერიძემ, რომელიც ერთ-ერთ ა(ა)იპ-შია დასაქმებული.

“შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც პრემიერ-მინისტრმა გაიარა, განსაკუთრებით მიყვარს ღარიბაშვილი და ამიტომ გამოვხატე ჩემი სიტყვებით ეს კეთილგანწყობა და მადლიერება”, – ამბობს შორენა შუშაბერიძე.

​როგორც ცნობილია, ის კასპის სამუსიკო სკოლის დირექტორია.

დატოვეთ კომენტარი