ადამიანები ისტორიები

ალექსანდრე ციმაკურიძე – პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლი ხაშურიდან

ქართველი ფერმწერ-პეიზაჟისტი ალექსანდრე ციმაკურიძე 1882 წლის 5 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში დაიბადა. 

დაწყებითი განათლება ალექსანდრემ სარკინიგზო სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა კავკასიის ნატიფი ხელოვნების ხელშეწყობის სკოლაში განაგრძო. ამის შემდეგ,  ის მოსკოვში გაემგზავრა და იუონის სტუდიაში ჩაირიცხა, მოგვიანებით კი სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში. 1906 წლიდან კი სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში განაგრძო.

1922 წლიდან ალესქანდრემ პედაგოგიური სამიქნობა დაიწყო – ის თბილისში, ჯერ მოსე თოიძის სტუდიაში, ხოლო 1930 წლიდან სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა. 

ალექსანდრე ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. მის ნამუშევრებში მშობლიური მხარის სიყვარული იგრძნობა.

მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების, თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით პოპულარულია  „ქვიშხეთის მიდამოები“, „ბორჯომის ხეობის დასაწყისი“, „მზიანი დღე“ და სერიები „ძველი თბილისი“ და „ქართლის ველი“.

ალექსანდრე 1954 წლის 24 მაისს გარდაიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.