ახალი ამბები

ხაშურელები პოლიციას სიჩქარის გადაჭარბებაზე კონტროლის გამკაცრებას ურჩევენ

ხაშურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა მამაკაცი და 13 წლის ბავშვი. მოსახლეობა ამბობს, რომ პატრული, მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებას, სათანადოდ არ აკონტროლებს.

ხაშურელები პოლიციას ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას ურჩევენ.

“რუსთაველის ქუჩაზე, დანგრეულ ტროტუარზე ფეხით მოსიარულე უფრო ხშირად გავუჩერებივარ პატრულს, ვიდრე სიჩქარის გადამჭარბებელი მძღოლები”, ამბობს ხაშურში მცხოვრები ლუკა კურტანიძე.

მოქალაქეების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმის თანხის გაზრდასაც ითხოვს.

“ჯარიმა უნდა იყოს იმხელა, რომ მძღოლებმა აღარც კი იფიქრონ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მით უმეტეს, დასახლებულ პუნქტში. პატრულმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს დასაშვები სიჩქარე”, – ამბობს თეა ცუცქირიძე.

13 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, სადაც მდებარეობს N2 საჯარო სკოლა. შემთხვევას აღნიშნული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.