ახალი ამბები

ოჯახი, რომელსაც სახლი დაენგრა, გორის მერის მოადგილემ მოინახულა

ოჯახი, რომელსაც სახლი დაენგრა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა მოინახულა.

მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს შესთავაზეს ქირის საფასურის გადახდა, თუმცა მათ ნათესავთან გადასვლა გადაწყვიტეს.

“შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი და ოჯახს ქირით გაყვანა შესთავაზეს, თუმცა მათ უარი თქვეს და არჩიეს, რომ ნათესავთან იქნებიან. თუ მაინც გადაწყვეტენ, მერია აუცილებლად უზრუნველყოფს ბინის ქირით”, – განმარტავს გორის მუნიციპალიტეტის საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 

ინფორმაციისთვის, 14 მაისს,  გვიან საღამოს ევდოშვილის ქუჩაზე საცხორებელი სახლის ერთი კედელი ჩამოინგრა, ადგილზე სამაშველო და საპატრულო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის დროს, ოჯახი სახლში იმყოფებოდა. 

კედლის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი