ახალი ამბები

გარდაიცვალა 19 წლის ქარელელი ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა

გარდაიცვალა ქარელში მცხოცრები 19 წლის ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა.

“ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისში მუშაობდა, ბაღში გავლებულ მავთულის ღობეზე დენი გადავიდა, ბიჭმა ხელი მოკიდა ღობეს და ის ადგილზე გარდაიცვალა”, – ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ბაბუის საცხოვრებელ სახლში, სოფელ შინდისში გადაასვენეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.