ახალი ამბები

ენმ – მ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა 

ენმ-ს წევრებმა გორის საკრებულოში პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 

ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის, ბექა ქორჩილავას განცხადებით ისინი სხდომაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მისვლას ელოდნენ, რადგან მასთან კითხვები ჰქონდათ. 

“მოლოდინი გვქონდა, რომ გორის მერი მოვიდოდა სხდომაზე, ბოლო დროს გახამაურებული საქმეებზე, როგორიცაა ბიტკოინების საქმე და ბიუჯეტის ფლანგვასთან დაკავშირებული საქმე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”, მხოლოდ ბუღალტერს დააბრალა. გარდა ამისა გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა გორის მერთან, თუ რატომ არ ხორციელდება ის დაპირებული ინფრასტრუქტურული პროქტები, რასაც პირდებოდა ხალხს,  საბოლოოდ მივიღეთ, ის რომ გვყვას დამალული გორის მერი”, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ. 

საკრებულოს თავჯდომარის, მოადგილის მარლენ ნადირაძის განცხადებით, მერს აუცილებელი ვალდებულება არ აქვს, რომ სხდომას დაესწროს. 

“დაველაპარაკებით, შევთანხმდებით როდის მოვა, ვალდებულება კანონით არ აქვს”, – განაცხადა მარლენ ნადირაძემ. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები უკვე ერთი თვეა, საკრებულოს სხდომაზე გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მისვლას ითხოვენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.