ახალი ამბები

ხაშურში გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ხაშურში 10 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 32 წლის ბიჭის ოჯახი, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

“შალვას გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გაგვიჭირდა. ის იყო ოჯახის მარჩენალი. და მყავს, მაგრამ მას მუშაობა არ შეუძლია. თხოვნა იქნება, თუ ვინმეს შეუძლია ფულადი დახმარება, დაგვეხმარონ”, – ამბობს გარდაცვლილის უმცროსი ძმა.

მისი ინფორმაციით, დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად იმ მძღოლის ახლობელი ფარავს, რომელიც მის ძმას მანქანით დაეჯახა. 

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი შალვა ოდიკაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

დატოვეთ კომენტარი