სტატიები

ქარელის სოფელში რიტუალების სახლი საჭიდაო დარბაზად გადააკეთეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში სოფლის პროგრამით აშენებული რიტუალების სახლი საჭიდაო დარბაზად გადაკეთდება.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მერი იაკობაშვილი გვიყვება, რიტუალების დარბაზის მშენებლობა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სამუშაოები ვერ დასრულდა.

“შემდეგ მოიფიქრეს, რომ სპორტდარბაზი გაეკეთებინათ აღნიშნულ შენობაში. დაიწყეს მშენებლობა და ისევ გაჩერებულია. ჩვენ რიტუალების სახლი გვინდოდა, თუმცა სპორტული დარბაზიც თუ იქნება, არ ვიქნებით წინააღმდეგი. სოფელში არიან ბავშვები, რომლებიც სპორტზე დადიან”, – ამბობს მერი იაკობაშვილი.

რატომ გადაწყდა რიტუალების დარბაზის ნაცვლად სპორტ-დარბაზის მშენებლობა და როდის დასრულდება სამუშაოები?,- ამ საკითხზე “მოზაიკა” მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ვლადიმერ თოფჩიშვილის თქმით, 5 წლის წინ ის აღნიშნულ თანამდებობაზე არ მუშაობდა და ცვლილების მიზეზებზე საუბარი არ შეუძლია.

“მაშინ მე არ ვმუშაობდი, თუმცა როგორც მაქვს ინფორმაციას ახლა სპორტ-დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება სამუშაოები, ზუსტად არ ვიცი”, – გვითხრა თოფჩიშვილმა.

შენობაში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 802 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიმ შპს “საქართველოს კომპანია 1” შეასრულა.

“ხელშეკრულება ითვალისწინებდა დარბაზში წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემის მონტაჟს. სამუშაობისთვუს თანხის ნაწილი 19 898 ლარი უკვე მივიღეთ. ეს სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია”, – უთხრა “მოზაიკას” კომპანიის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება შემდგომ სამუშაოებს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას ამ მიმართულებით ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებია.

დატოვეთ კომენტარი