ახალი ამბები

სურამში 64 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 64 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ქალს ექიმების დახმარება დასჭირდა – სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

“ქალს აღენიშნებოდა გულმკერდის არეში დაჟეჟილობა. გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და სახლში გავწერეთ”, – უთხრეს საავადმყოფოში “მოზაიკას”.

მომხდარის შესახებ საქმის კურსშია ხაშურის პოლიცია. “მოზაიკას” ინფორმაციით, დაზარალებული გამომძიებელმა უკვე გამოკითხა.

დატოვეთ კომენტარი