ბლოგები

რას და როგორ ცვლის ტექნოპარკი ადამიანების ცხოვრებაში?

ავტორი: ხატია ბაინდურაშვილი, ტექნოპარკის მენეჯერი

ტექნოპარკი ჩვენთან 2020 წელს გაიხსნა და პრინციპში, ის ერთადერთი ინოვაციური ჰაბია მთელ რეგიონში, რომლის შექმნა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა. ბევრმა შეიძლება არ იცის, ამიტომ აღვნიშნავ, რომ ტექნოპარკში სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია გვაქვს, რომელიც მოიცავს:

  • მაღალი წარმადობის 3D პრინტერს,
  • ლაზერული მჭრელს,
  • პროგრამირებადი ჩარხს,
  • CNC აპარატს,
  • პლატების საბეჭდი როუტერს,
  • 3D სკანერს და სხვა.

რა არის ტექნოპარკის მიზანი?

ტექნოპარკის მთავარი მიზანი ადგილობრივების დახმარებაა, რათა კერძო სექტორმა და მთლიანად, მუნიციპალიტეტმა აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ.

გარდა ამისა, მიიღონ საჭირო და სასარგებლო ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

ჩვეთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა კი ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.

როგორ ეხმარება ტექნოპარკი ადამიანებს?

კასპის ტექნოპარკი ატარებს სხვადასხვა დაფინანსებულ ტრენინგ კურსებს ისეთ თემებზე, როგორებიც არის 3D მოდელირება, გრაფიკული დიზაინი, ვებ საიტების შექმნა, სოციალური მედია მენეჯმენტი და სხვა. ტრენინგ კურსებში სხვადასხვა ასაკის ადამიანები ერთვებიან, რაც ძალიან გვახარებს.

მოქალაქეებს ჩვენ ასევე აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას ინოვაციური სამყაროს პროგრესის, ხელოვნური ინტელექტის, სტარტაპების და სხვა გლობალური და ინოვაციური პროცესების შესახებ.

გამორჩეული მნიშვნელობის მგონია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტები. დაინტერესებული პირები შიდა ქართლის მასშტაბით, გვიკავშირდებიან თავის სტარტაპ იდეებით, ჩენ კი ვუწევთ კონსულტაციებს, თუ როგორ დახვეწონ თავისი იდეა, შეავსონ აპლიკაცია, გაიგონ ჯიტას გრანტების შესახებ და ა.შ.

ასევე კასპის ტექნოპარკში, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, გვაქვს ფაბ ლაბი და გაზაფხულიდან აქტიურად ვატარებთ ტრენინგ კურსებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ფაბ ლაბი – ვაწვდით, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ცოდნას თითოეულ დანადგართან მუშაობის კუთხით.

რა შეცვალა ტექნოპარკმა ადამიანების ცხოვრებაში?

ვფიქრობ, რომ კასპის ტექნოპარკმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და ამას მხოლოდ რიცხვების ადასტურებს.

  • მხოლოდ ერთ წელში, პანდემიის მიუხედავად, ჩვენი ტრენინგკურსები 340-მა ადამიანმა გაიარა, ვებინარებს კი 250-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო.
  • 453 ადამიანს ჩავუტარეთ ინფო ტური კასპის ტექნოპარკში და გავაცანით ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ტექნოპარკის სახით არსებობს.
  • მთელი წლის განმავლობაში 8 გუნდს გავუწიეთ კონსულტაცია, რათა საკუთარი იდეა პროექტთად ექციათ და დაფინანსების მოპოვება გამარტივებოდათ.

ტექნოპარკის ერთ-ერთი მონაპოვარი ისიც არის, რომ ჩვენთან გავლილი ტრენინგ-კურსების შემდეგ, ადამიანები აქტიურად საქმდებიან სხვადასსხვა კომპანიებში. მაგალითად, მედია მიმართულებით მუშაობა დაიწყო 3-მა ადამიანმა, ,ვებ დეველოპმენტი გახდა ჩვენი ტრენინგების 1 მონაწილე, პროგრამირების ენის მიმართულებით დასაქმდა 3 ადამიანი და ამ დრომდე, ,3დ მოდელირების მიმართულებით მუშაობს ჩვენი 1 მონაწილე.

მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმ სერვისების შესახებ, რომელიც ტექნოპარკში სთავაზობს და ამ ყველაფრის არსებობა განვითარების და გაძლიერების შესაძლებლობად აღიქვან.

დატოვეთ კომენტარი