კასპის მერიის დასუფთავების მანქანა 88 წლის ქალს დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, დასუფთავების მანქანა 88 წლის ქალს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით,  ლამისყანიდან ჩამოსული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.  “დახმარებებს არიგებდნენ, საკვებს და პირველადი მოხმარების საგნებს და როგორც ვიცი, მაგ რაღაცების ასაღებად იყო ჩამოსული. ეგ ამბავიც მაგ დროს მოხდა”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.  მომხდარს კასპის პოლიცია იძიებს. დატოვეთ კომენტარი