სოციალური ქსელში ბიზნესის გააქტიურება, ერთი შეხედვით, მარტივი საქმე ჩანს, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ უამრავი ცნობილი ბრენდი არასწორი ქმედებების გამო, დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა – გაუჩნდათ ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი და არასწორი უკუკავშირის გამო, მათ კონკურენტ ბრენდებთან გადაინაცვლეს. როდესაც ბიზნესს იწყებთ, არაერთი კრიტერიუმისა და ქცევის განსაზღვრა მოგიწევთ.
რა უშლის ხელს ბიზნესის წარმატებას სოციალურ ქსელში?
დარგის სპეცილისტის, ნინო ტურაშვილის თქმით, ბიზნესის წარმატებას ყველაზე მეტად ხელს უშლის:
- სამოქმედო გეგმის არქონა;
- მომხმარებელთან საკონუმიკაციო ენის არქონა;
- მათი ქცევის უგულებელყოფა;
- მათი ინტერესების არცოდნა;
- ხარისხიანი კონტენტის არქონა.
როგორც ტურაშვილი ამბობს, ხშირია იდენტური შეცდომები, რომლებსაც ბიზნესები ფეიბუქ გვერდების მართვისას უშვებენ – აქტიურობის გასაზრდელად, ხშირად მათი საქმიანობისთვის სრულიად შეუსაბამო ფოტოებს, ტექსტებს, ვიდეობს აქვეყნებენ.
“ხშირად ვხვდებით, სრულიად არაფრისმთქმელ ფოტოებს და სტატუსებს მაგალითად ამინდზე, ყვავილებზე და ასე შემდეგ. მსგავსი კონტენტი მომხმარებელსა და ბრენდს ვერ ეხმარება მჭიდრო, ლოალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, მეტიც ხელს უშლის ამაში. ყურადღება უნდა მიაქციოთ ასევე კორექტურას – ასეთი პოსტის გამო, შესაძლოა საერთოდ დაკარგოთ მომხმარებელი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ პოსტები წეროთ ქართული შრიფტით და არა – ლათინურად. მაგალაითად “naturaluri qvebis samajurebi 10 laridan”, – ასე დაწერილი ტექსტი მომხმარებლების მოზიდვას ხელს მნიშვნელოვნად უშლის.”
რას უნდა მოვერიდოთ?
ნინო ტურაშვილის თქმით, ყოველი კონტექნტის შექმნას და გამოქვეყნებას სიფრთხილე და ყურადღება სჭირდება. დარბის სპეციალისტი გირჩევთ:
- მოერიდეთ პოლიტიკური და რელიგიური შინაარსის პოსტების წერას ბიზნეს ფეიჯზე;
- თავი შეიკავეთ კონკურენტების შეცდომების აღნიშვნისა ან მათი შავი პიარისგან;
- ნუ მიითვისებთ სხვის კონტენტს;
- მოერიდეთ დიდი და არაფრისმთქმელი ჰეშტეგების გამოყენებისგან;
- ნუ დაწერთ გრძელ პოსტს, მაგრამ ხანდახან ესეც შეიძლება;
- ნუ უგულებელყოფთ კომენტარებს და ნუ წაშლით მათ;
გახსოვდეთ, ბიზნეს გვერდების მართვისას, მნიშვნელოვანია ზომიერება, როგორც კონტეტის რაოდენობასა და ხარისხში, ასევე ტექსტურ ნაწილში. მაგალითად, ტექსტში გადაჭარბებული “სმაილებისა” და “სტიკერების” გამოყენება მომხმარელების უმეტესობას აღიზიანებს და ნაცვლად დაინტერესებისა, შესაძლოა თქვენს გვერდზე საერთოდ აღარ შემოიხედოს.