სტატიები

ნახევარმილიონიანი სახლი, სტიპენდია, ჯილდო – რა ქონებას ფლობს გიორგი გოგშელიძე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და კომისიის თავმჯდომარემ გიორგი გოგშელიძემ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო.

აღნიშნული დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია გოგშელიძის უძრავი თუ მოძრავი ქონების, ასევე ფინანსური შემოსავლის და გასავლის შესახებ.

გოგშელიძე გორში 2012 წლიდან ფლობს სახლს, რომლის აშენებაც მას ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა, ასევე ბინას თბილისში და მიწის ნაკვეთებს გორში, ჭალის და კვერნაკის დასახლებაში.

გარდა ამისა, გოგშელიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი – Volkswagen, Jetta, რომელიც მან 2021 წელს 7 000 დოლარად იყიდა.

როგორც ცნობილია, გასულ წელს გოგშელიძემ, როგორც ოლიმპიურმა ჩემპიონმა სტიპენდიის სახით 9 600 ლარი მიიღო. ასევე, იგი  მწვრთნელად მუშაობს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში, საიდანაც ხელფასის სახით 2021 წელს ჯამში 5 829 ლარი მიიღო. გარდა ამისა, მას 17 000 ლარი გასულ წელს ჯილდოს სახით მიიღო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის.

გიორგი გოგშელიძემ სპორტული კარიერაში არაერთ წარმატებას მიაღწია. იგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იყო, ასევე  2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, საკრებულოს წევრი გახდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.