ადამიანები ისტორიები

გიორგი მოდებაძე – პარასპორტსმენი გორიდან ცხოვრების აქტიური სტილით

გიორგი მოდებაძე პარასპორტსმენია. 31 წლის არის, 10 წლის წინ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მიიღო სხეულის დაზიანება. მიუხედავად სირთულეებისა, ამბობს, რომ ცდილობს აქტიურ ცხოვრებას მიყვეს.

მიმდინარე წელს ბაკურიანში პარასპორტსმენთა ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მან საპრიზო ადგილი დაიკავა. გორში დაბრუნებულს, მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს.

“ბაკურიანში ჩატარდა ჩემპიონატი. შეჯიბრებაში გორის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დავიკავე. წარმატება მოგვილოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. გიორგი გოგშელიძემ მადლობის სიგელი გადმომცა”

გიორგი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მას არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული მედია კავშირი” დაეხმარა იმაში.

“მე თვითონ ვვარჯიშობ ხოლმე. ძალიან მომწონს ეს ორგანიზაცია, ძველი და ახალი ვეტერნები ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე და ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, არიან კიდევ სხვა შშმ პირები, რომლებიც ერთმანეთს ვამხნევებთ და ვცდილობთ ცხოვრების გაგრძელებას”

გიორგი ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე იყო, თუმცა 2012 წელს, 6 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად მან დაზიანებები მიიღო. როგორც თავად ამბობს, 2-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა.

“მას შემდეგ საქართველოში ვარ და მივყვები აქტიურ ცხოვრებას” , – ამბობს გიორგი.

როგორც ცნობილია, “ახალგაზრდული მედია კავშირი” მერიის ხელშეწყობით პერიოდულად შშმ პირებისთვის აწყობს ისეთ სპორტულ ღონისძიებებს, როგორიცაა პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.