ახალი ამბები

საქაშეთის და სკრის დევნილთა დასახლებაში ელექტროენერგია უფასო იქნება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის და სკრის დევნილთა დასახლებაში ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებით, არანაკლებ 280 კვ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოეწყობა.

“სამშენებლო სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წლის მაისში. აღსანიშნავია, რომ საქაშეთსა და სოფელ სკრის დასახლებაში მცხოვრები ერედვის, ქურთისა და თიღვის მუნიციპალიტეტებიდან დევნილი ოჯახები მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შემდგომ მიიღებენ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიას უფასოდ” , – ინფორმაციას ერედვის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 350 00 ევროს ექვივალენტს ლარში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.