ახალი ამბები

კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გორში მამამ დაჭრა, მძიმეა

გორში, კომბინატის დასახლებაში, მამამ შვილი დაჭრა. დაზარალებული 45 წლამდე ასაკისაა. ის კლინიკა “გორმედშია” გადაყვანილი. შემთხვევა 30 იანვრის საღამოს მოხდა. კლინიკის ინფორმაციით, ბიჭს მრავლობითი ჭრილობები აქვს ბასრი საგნით მიყენებული.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო კლინიკაში შემოყვანისას. მას გულ-მკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. დაზიანებული აქვს ფილტვი, ღვიძლი, კუჭი, პანკრეასი,ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები.არაერთი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა, მოთავსებულია რეანიმაციაში” , – განმარტავენ “გორმედში”.

რადიო “მოზაიკა” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

დატოვეთ კომენტარი