ახალი ამბები

ინტერნეტ – პროვაიდერი კომპანია გორის მერიისგან იჯარით 26 ბოძს ითხოვს

შპს ,”ახალი ქსელები” სატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების მიზნით გორის მერიისგან 26 გარე განათების ბოძს იჯარით ითხოვს.

გარე განათების ბოძები ქალაქის მასშტაბით 7 ლოკაციაზეა განთავსებული.

შინდისის გზ. N15-სა და N26-ს შორის  არსებული 2 გარე განათების ბოძი;

მშვიდობის გამზ. N1ა-ს მიმდებარედ არსებული 1 გარე განათების ბოძი;

თამარ მეფის V კვარტლის N7 კორპუსიდან აღმაშენებლის და ანტონოვის ქუჩების გადაკვეთამდე არსებული 13 გარე განათების ბოძი;

მშვიდობის გამზირის N12 – დან N14 – მდე არსებული 5 გარე განათების ბოძი;

სამადაშვილის ქუჩაზე 4 გარე განათების ბოძი;

გორიჯვრის ქუჩაზე 7 გარე განათების ბოძი;

კეცხოველის ქუჩაზე 7 გარე განათების ბოძი.

აუდიტორული შემოწმების შემდეგ, წლიური საიჯარო ქირა 26 გარე განათების ბოძისთვის განისაზღვრა  1560 ლარით. კომპანია იჯარას 2 წლის ვადით ითხოვს.

საკითხს დეპუტატები 14 იანვრის საკრებულოზე უყრიან კენჭს.

დატოვეთ კომენტარი